ბენჯამინ ფრანკლინი

ბენჯამინ ფრანკლინი ჭექა -ქუხილის დროს  ჰაერში უშვებდა ფრანებს და მათზე მიმაგრებული ლითონის ჯოხით ახერხებდა ღრუბლებიდან ელექტრული მუხტის აღებას. ფრანკლინმა დაადგინა , რომ ღრუბლებიდან აღებულ მუხტს ისეთივე თვისება აქვს, როგორიც ხახუნით მიღებულს. ღრუბლების დამუხტვის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი ალბათ მზის გამოსხივების გავლენაა და დამუხტვისთვის, ე. ი. მუხტების განცალკევებისთვის საჭირო ენერგიაც სწორედ მზისგან მოდის. მზის გამოსხივება არათანაბრად ათბობს დედამიწის ზედაპირს(სხივები ზოგან თითქმის მთლიანად შთაინთქმება,ზოგან თითქმის მთლიანად აირეკლება). ეს იწვევს თბილი და ცივი ჰაერის ფენების ძლიერ ნაკადებს. ამ დროს წვიმის წვეთები ეხახუნება ერთმანეთს ან ყინულის ნამცეცებს, რასაც თან ახლავს ღრუბლების შემადგენელი ნაწილების დამუხტვა.

ფრანკლინს ეკუთვნის მეხამრიდის იდეაც. ვინაიდან მეხი ძირითადად მაღალ ხეებს ან შენობებს ეცემა, შენობის სახურავზე, რაც შეიძლება მაღლა, ამაგრებენ ლითონის ღეროს. მეხამრიდის დანიშნულებაა არა დარტყმის მიღება, არამედ მისი აცილება. ჯოხის წაწვეტებულ ბოლოზე გროვდება ღრუბლების მუხტის საწინააღმდეგო მიშნის მუხტი, რაც ასუსტებს ველს სახურავის გარშემო და ამით ამცირებს მეხის დაცემის საშიშროებას

ელექტროსტატიკა

  დღეს ცივილიზებული  ადამიანის ცხოვრება ელექტრული ენერგიის გარეშე წარმოუდგენელია. ელექტრულ ენერგიასთანაა დაკავშირებული რადიომიმღების, ტელეფონის, ტელევიზორის, კომპიუტერის, სხვადასხვა სახის ელექტრული ძრავისა და  სხვათა მუშაობა.

  სხვა სახის ენერგიასთან შედარებით ელექტრულ ენერგიას მრავალგვარი უპირატესობა აქვს: იგი მარტივად გარდაიქმნება მექანიკურ , სითბურ , ქიმიურ, სინათლისა და სხვა სახის ენერგიებად.

  ერთი და იმავე დენის წყაროდან ენერგიის მიღება შეიძლება განსხვავებული მომხმარებლების მიერ. მაგ.შეიძლება ერთდროულად ვამუშაოთ ტელევიზორი, უთო, ნათურა,  მაცივარი,  მტვერსასრუტი  და ა.შ. ელექტრული ენერგია შეიძლება გადავცეთ ძალიან შორ მანძილზე,ძალიან მცირე დროში, მცირე დანაკარგებით. ელექტრული ენერგიის გადაცემისა და მოხმარებისას გარემო არ ბინძურდება


ზოგიერთი მეცნიერი ,რომლებსაც ელექტრობის თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით

                               ალესანდრო ვოლტა      (1745 -1827)                 
               ანდრე მარი ამპერი       (1775-1836)
                კრისტიან ერსტედი       (1777-1851)
        გეორგ ომი               (1787-1854)
        მაიკლ ფარადეი    (1791-1867 )
  ჯოზეფ ჰენრი (1797-1878 )
          გუსტავ  კირჰოფი (1824-1887 )
       ჯეიმს მაქსველი (1831-1879 )
      თომას ედისონი (1847-1931)
      ნიკოლა ტესლა (1856-1943 )
    ჰაინრიხ ჰერცი (1857-1894)