წყალი სიცოცხლეა

წყალი სიცოცხლეა, თუმცა ყოველთვის არა - უცნაური ფაქტები 
სამყაროს 70 % წყლისგან შედგება. წყალს სასმელად ვიყენებთ, ვცურავთ, მისი დახმარებით მოგვყავს პროდუქტები. ჩვენი არსებობა წყალზეა დამოკიდებული, თუმცა, აღმოჩნდა, რომ წყალი ყოველთვის სასარგებლო არ არის. სპეციალისტების განმარტებით, არსებობს შემთხვევები, როცა წყალი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მაგალითისთვის მეცნიერებს ესპანეთის მდინარე რიო-ტინტო მოჰყავთ. ერთ-ერთი მდინარე, რომელშიც მჟავიანობის დონე ძალიან მაღალია, რაც თევზისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიში და მომაკვდინებელია.
ასევე, დედამიწაზე არსებობს ადუღებული ტბა, ის დომენიკის რესპუბლიკაში მდებარეობს. აღნიშნული ტბა სახელწოდების შესაბამისია. ის პირველად 1870 წელს აღმოაჩინეს. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც მისი ტემპერატურა გაზომეს, აღმოჩნდა, რომ წყლის ტემპერატურა 82-დან 91 გრადუსამდე მერყეობდა. ამასთან, აღნიშნული ტემპერატურა ტბის ფსკერზე დაფიქსირდა. ტბის ზედაპირი გაცილებით ცხელია და ბუნებრივია, რომ მასში ნებისმიერი ცოცხალი არსება ცოცხლად დაიწვება.
რაც შეეხება მდინარე ჩიტარუმს ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე, ის დაბინძურების მაჩვენებლით ლიდერობს. მიმდებარე ტერიტორიაზე 500-მდე ქარხნის არსებობა და ნაგვის სისტემის არარსებობა მდინარეს საშინლად აბინძურებს. მდინარე იმდენად ბინძურია, რომ მის ზედაპირზე წყლის დანახვა შეუძლებელია. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ მისი დაბინძურება ხელოვნურად არის გამოწვეული და ამასთან შოკისმომგვრელ ამბავს ყვებიან. მიუხედავად ამისა, ინდონეზიის მოსახლეობა, მდინარის წყალს დასალევად, დასაბანად და საკვების მოსამზადებლად იყენებს.

წყარო: meteovesti.ru