გეომეტრიული ოპტიკა

სხეულს , რომელიც სინათლეს ასხივებს,სინათლის წყარო ეწოდება.

არსებობს სინათლის ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები. სინათლეს გადააქვს ენერგია.

სინათლის წყარო წერტილოვანია, თუ მისი ზომა ძალიან მცირეა იმ მანძილთან შედარებით, სადაც მის მოქმედებას ვიხილავთ.

სინათლის სხივი არის წარმოსახვითი წრფე, რომლის გასწვრივაც ვრცელდება სინათლის ენერგია;

სხეულებს ვხედავთ, როდესაც მათგან წამოსული სინათლე თვალში შედის.

ერთგვაროვან გამჭირვალე გარემოში სინათლე წრფივად ვრცელდება.

 როდესაც სინათლე მიაღწევს მეორე გარემოს საზღვარს,სინათლის ნაწილი ბრუნდება პირველ გარემოში. ამ მოვლენას სინათლის არეკვლა ეწოდება. სინათლის ნაწილი შთაინთქმება. თუ გარემო გამჭირვალეა, მაშინ სინათლის ნაწილი გადის მეორე გარემოში და იცვლის გავრცელების მიმართულებას–გარდატყდება.

სინათლის არეკვლის კანონები:
1. დაცემული სხივი, არეკლილი სხივი და სხივის დაცემის წერტილში ამრეკლი ზედაპირისადმი მართობი ერთ სიბრტყეში მდებარეობს.
2. არეკვლის კუთხე დაცემის კუთხის ტოლია

ბრტყელი სარკე მასზე დაცემულ პარალელურ სხივთა კონას პარალელურ კონადვე აირეკლავს.