ჩვენ მივისწრაფოდით შეუცნობელისკენ ...


1. პროექტის სახელწოდება: ბირთვული კვლევები

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1945 წლის 16 ივლისი, დილის 5 საათი 39 წუთი- ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში- ატომური იარაღის ერა.

 3. პროექტის აქტუალობა: ატომური და წყალბადის იარაღის შექმნა ისტორიულ მოვლენათა რიცხვს  მიეკუთვნება. ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია მოსპოს არა მხოლოდ სიცოცხლე დედამიწაზე, არამედ მთელი პლანეტა. ადამიანი ხომ თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს ფლობდა თვითგანადგურების ასეთ ტორალურ, ეფექტიან და სწრაფ საშუალებას, რომელმაც თვალნათლივ დაგვანახა, რაოდენ ფაქიზია ჩვენი პლანეტა-ჩვენი საერთო სახლი. სწორედ ამიტომ  ადამიანი ფაქიზად უნდა მოექცეს საკუთარ პლანეტას და ეცადოს, შეაჯეროს ერთმანეთთან ტექნოლოგიური ბუმი და ჩვენი ბიოსფეროს სასიცოცხლო ინტერესები.

 4. პროექტის მიზნები: მოიპოვონ ინფორმაცია ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ და შეადარონ ელექტრულ და გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს. ჯაჭვური ბირთვული რეაქცია წარმოადგინონ სქემის სახით და გააანალიზონ. მოიპოვონ ინფორმაცია ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ მშვიდობიანი და სამხედრო მიზნებისათვის.შეძლონ საუბარი ბირთვული ენერგიის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.მოიპოვონ ინფორმაცია რადიოაქტივობის აღმოჩენის შესახებ და იმსჯელონ რადიოაქტიური გამოსხივების დადებთ და უარყოფით მხარეებზე.მოიპოვონ ინფორმაცია რადიაციული გამოსხივების ბიოლოგიური ზემოქმედების შესახებ , შეიმუშაონ რადიოაქტიურ პრეპარატებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები. მოიპოვონ ინფორმაცია რადიოაქტიური იზოტოპების მრეწველობასა და მედიცინაში გამოყენების შესახებ. შეისწავლონ რადიოაქტივობის გავლენა მცენარეებსა და ცხოველებზე. შეძლონ ბირთვული რეაქტორის მუშაობის პრინციპის დახასიათება გამოკითხვის გზით ინფორმაციის შეგროვება. მოიპოვონ ინფორმაცია ბომბის შექმნაში მონაწილე მეცნიერების და მათი ნაშრომების შესახებ. ცოდნის გამოყენების და ანალიზის დონის უნარების განვითარება

5. მონაწილეთა ასაკი: 16-18

6. ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი, მაისი

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოიპოვებს ინფორმაციას ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ როგორც მშვიდობიანი, ასევე სამხედრო მიზნებისათვის. აანალიზებს შესაძლო საფრთხეებს.აღწერს რადიოაქტივობის მოვლენას, მსჯელობს ბირთვის მდგრადობაზე. მოიპოვებს ინფორმაციას რადიოაქტიური გამოსხივების ბიოლოგიური ზემოქმედების შესახებ, აანალიზებს და წარმოადგენს პრეზენტაციის სახით


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ხელმისაწვდომი საინფორმაციო წყარო-ბეჭდვითი, აუდიოვიზუალური, ინტერნეტი

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):

ღია გაკვეთილი ; კონფერენცია;  კედლის გაზეთების კონკურსი; ნახატების, ფოტოების გამოფენა; სლაიდშოუს წარმოდგენა; ჩანახატი--,,ადამიანის გონიერებისა და უგუნურობის სიმბოლო,,

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია : ისტორია: ლიტერატურა: ხელოვნება

ფიზ XI.8 მოსწავლეს შეუძლია ატომის აგებულების, რადიოაქტვობის და რადიოაქტიური გამოსხივების სახეების აღწერა.

ფიზ.XI.9 მოსწავლეს შეუძლია ბირთვის აღნაგობის აღწერა და მსჯელობა ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ. 

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ხათუნა ფარულავა

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatofa@gmail.com

 13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

http://ev-rika.blogspot.com/