ფიზიკა და სპორტი -გიორგი ქავთარაძე -ძალოსნობა


გიორგი ქავთარაძე დაიბადა 1994 წლის 2 ნოემბერს. სწავლობს 117 -ე საჯარო სკოლის მე-12-ე კლასში. ძალოსნობაში ვარჯიში დაიწყო 2010 წელს. მონაწილეობს საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირებში. მას ავარჯიშებს საქართველოს და ევროპის ჩემპიონი გიორგი ჩაკვეტაძე.



 28. 05.  2011 წ.- საქართველოს პირველობა (66 კგ წონითი კატეგორია)--125 კგ პირველი ადგილი.

03.11. 2011 წ- საერთაშორისო ჩემპიონატი (65,5 კგ წონითი კატეგორია)-150 კგ პირველი ადგილი.

26.05. 2012 წ.- საერთაშორისო ჩემპიონატი (65,5 კგ წონითი კატეგორია)-140 კგ პირველი ადგილი.







22.12.2012 წ- საქართველოს ჩემპიონატი- დაძლია 160 კგ- მოიპოვა პირველი ადგილი და  ათლეტიზმის ოსტატის წოდება.









ძალოსნობა სპორტის სახეობაა, რომელიც სიმძიმეების, უმთავრესად შტანგებისა და საწონების აწევის ვარჯიშებს მოიცავს. შეჯიბრების მონაწილენი კლასიკურ სამჭიდში შემავალ სამ მოძრაობას ასრულებენ ( აჭიმვა, ატაცი და აკვრა).
აჭიმვა ორი მოძრაობით სრულდება: შტანგა ფიცარნაგიდან ააქვთ მკერდამდე, შემდეგ ათლეტი მას მხოლოდ ხელების ძალით სწევს მაღლა, ვიდრე ხელებს არ გამართავს.
ატაცი სრულდება ერთი მოძრაობით და ქვევიდან ზევით განუწყვეტელი მოძრაობისაგან შედგება.
აკვრა ორი მოძრაობით ხორციელდება: შტანგა მკერდზე ააქვთ, მკერდიდან კი ფეხების დახმარებით აჰკრავენ ხოლმე.
შეჯიბრებაში ის იმარჯვებს, ვინც სამჭიდის ჯამში ყველაზე მეტ წონას მოაგროვებს.
შეჯიბრების მონაწილეები შვიდ წონით კატეგორიად იყოფიან და ყოველი მათგანისათვის სამჭიდის ჯამსა და ცალკეულ მოძრაობებში რეკორდები სათითაოდ აღინიშნება

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/56/Snatch2.gif