სითბური ძრავები

  ყოველი სითბური ძრავა შედგება სახურებლისაგან, რომელშიც საწვავის წვის დროს გამოყოფილი ენერგია სითბოცვლის მეშვეობით გადაეცემა მუშა სხეულს.

  მუშა სხეულის ტემპერატურა ასეული გრადუსობით მატულობს გარემოს ტემპერატურასთან შედარებით. იზრდება მისი წნევა, ფართოვდება, მოძრაობაში მოჰყავს საჭირო მექანიზმი და ასრულებს მუშაობას. შესრულებული მუშაობა მუშა სხეულის გაფართოების უნარზეა დამოკიდებული. აირები ყველაზე მეტად ფართოვდება.

   მანქანამ რომ პერიოდულად იმუშაოს , მან წრიული პროცესი უნდა შეასრულოს. წრიული პროცესი ანუ ციკლი ისეთი პროცესია, რომლის შესრულების შემდეგ სხეული უბრუნდება საწყის მდგომარეობას.


  ყოველი მუშა ციკლის შემდეგ, ძრავას ყოველი დეტალი და მუშა სხეული უნდა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ამისათვის მუშა სხეული უნდა შევკუმშოთ ანუ უნდა შევასრულოთ მასზე მუშაობა.

დავუშვათ, გაფართოებამდე მუშა სხეულის წნევა და მოცულობა A მდგომარეობაში შესაბამისად P და V -ია. ამ მდგომარეობიდან გაფართოებისას, შინაგანი ენერგიის ხარჯზე,  იგი ასრულებს მუშაობას და გადადის B მდგომარეობაში.

    B მდგომარეობიდან A მდგომარეობაში გადასვლისას შესაძლებელი რომ იყოს იგივე მოცულობების მიღება ( როგორიც ჰქონდა მუშა სხეულს პირდაპირი პროცემპერატესის დროს ) ნაკლები წნევის პირობებში, საჭიროა ტემპერატურის შემცირება, ე. ი მუშა სხეულმა შეკუმშვის დაწყებამდე ან კუმშვის პროცესში უნდა დაკარგოს გარკვეული
 სითბო. ამისათვის ყოველ სითბურ ძრავას აუცილებლად სჭირდება მაცივარი.

  ამგვარად, ყოველი სითბური ძრავა შედგება სახურებლისა, მუშა სხეულისა და მაცივრისაგან.       ძრავები, რომლებიც   პრაქტიკაში გამოიყენება,ისეა მოწყობილი,რომ მათში არ ხდება ნამუშევარი აირის გაცივება და ხელახალი გამოყენება. ნამუშევარი აირი გარეთ გამოიტყორცნება, ხოლო მის ნაცვლად გამოიყ ენება აირის ახალი პორცია, რომელიც იწყებს ახალ სამუშაო ციკლს.   ნამუშევარ აირს აქვს უფრო მაღალი ტემპერატურა, ვიდრე გარემომცველ სხეულებს,რომელთაც იგი გადასცემს სითბოს გარკვეულ რაოდენობას.