,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბლოგების კონკურსს ,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე” აცხადებს.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გარდა ამისა, კონკურსი ემსახურება მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობისა ად პრეზენტაციის უნარების გამოვლენას და განვითარებას.
კონკურსანტის მიერ მომზადებულ ბლოგებში ასახული უნდა იყოს უშუალოდ მოსაწავლეების მიერ დანახული პრობლემა/პრობლემები, რომლებიც უკავშირდება თამბაქოს მავნე ზეგავლენას.
კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს.
კომისია შეარჩევს 10 გამარჯვებულ ბლოგს. გამარჯვებულებს გადაეცცემათ დიპლომები/სიგელები და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით.
რაც შეეხება ვადებს. მოსწავლეებმა ბლოგი უნდა მოამზადონ არაუგვიანეს 20 ოქტომრისა, ხოლო სკოლის მიერ ბლოგების შერჩევისა და რესურსცენტრებში წარდგენის ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაცია საკონკურსო პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.