,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბლოგების კონკურსს ,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე” აცხადებს.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გარდა ამისა, კონკურსი ემსახურება მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობისა ად პრეზენტაციის უნარების გამოვლენას და განვითარებას.
კონკურსანტის მიერ მომზადებულ ბლოგებში ასახული უნდა იყოს უშუალოდ მოსაწავლეების მიერ დანახული პრობლემა/პრობლემები, რომლებიც უკავშირდება თამბაქოს მავნე ზეგავლენას.
კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს.
კომისია შეარჩევს 10 გამარჯვებულ ბლოგს. გამარჯვებულებს გადაეცცემათ დიპლომები/სიგელები და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით.
რაც შეეხება ვადებს. მოსწავლეებმა ბლოგი უნდა მოამზადონ არაუგვიანეს 20 ოქტომრისა, ხოლო სკოლის მიერ ბლოგების შერჩევისა და რესურსცენტრებში წარდგენის ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაცია საკონკურსო პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კონკურსი ,,ფოტო-სინთეზი"'


კავკასიის  გარემოსდაცვითი არასამთავრობო  ორგანიზაციების ქსელის  (CENN) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი კონკურსი
ფოტო-სინთეზიდა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია

კონკურსი ტარდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს “ავსტრიის განვითარება თანამშრომლობისათვის” ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსი „ფოტო სინთეზის“ რეგიონული ტური

ა.წ. 7 მარტს 14:00 საათზე ევროპის სახლში გაიმართა კონკურსი „ფოტო სინთეზის“ რეგიონული ტური.

სასკოლო ტურში მონაწილეობდა 56 ფოტო.
 










გამოვლინდა ორი გამარჯვებული:  
1-„LIKE”-ების რაოდენობის მიხედვით - შოთა მაყიშვილის ფოტო 






2- სკოლის ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილი 
 გამარჯვებული ანი კორღანაშვილის ფოტო
სასკოლო ტურში გამარჯვებულებმა  მონაწილეობა მიიღეს რეგიონულ ფოტოგამოფენაში. 
გამარჯვებულებს გადაეცათ ნიკო კეცხოველის პრემიის ნახევარფინალისტის სერტიფიკატები.
 თბილისის რეგიონის გამარჯვებული „LIKE”-ების რაოდენობის მიხედვით გახდა შოთა მაყიშვილის ფოტო. მას გადაეცა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფინალისტის სერტიფიკატი და აგრძელებს ფინალურ ტურში მონაწილეობას.

                                                    

                                                               http://forestry.cenn.org/index.php/ge/school-competition/competition-gallery     

      

სითბური ძრავები

  ყოველი სითბური ძრავა შედგება სახურებლისაგან, რომელშიც საწვავის წვის დროს გამოყოფილი ენერგია სითბოცვლის მეშვეობით გადაეცემა მუშა სხეულს.

  მუშა სხეულის ტემპერატურა ასეული გრადუსობით მატულობს გარემოს ტემპერატურასთან შედარებით. იზრდება მისი წნევა, ფართოვდება, მოძრაობაში მოჰყავს საჭირო მექანიზმი და ასრულებს მუშაობას. შესრულებული მუშაობა მუშა სხეულის გაფართოების უნარზეა დამოკიდებული. აირები ყველაზე მეტად ფართოვდება.

   მანქანამ რომ პერიოდულად იმუშაოს , მან წრიული პროცესი უნდა შეასრულოს. წრიული პროცესი ანუ ციკლი ისეთი პროცესია, რომლის შესრულების შემდეგ სხეული უბრუნდება საწყის მდგომარეობას.


  ყოველი მუშა ციკლის შემდეგ, ძრავას ყოველი დეტალი და მუშა სხეული უნდა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ამისათვის მუშა სხეული უნდა შევკუმშოთ ანუ უნდა შევასრულოთ მასზე მუშაობა.

დავუშვათ, გაფართოებამდე მუშა სხეულის წნევა და მოცულობა A მდგომარეობაში შესაბამისად P და V -ია. ამ მდგომარეობიდან გაფართოებისას, შინაგანი ენერგიის ხარჯზე,  იგი ასრულებს მუშაობას და გადადის B მდგომარეობაში.

    B მდგომარეობიდან A მდგომარეობაში გადასვლისას შესაძლებელი რომ იყოს იგივე მოცულობების მიღება ( როგორიც ჰქონდა მუშა სხეულს პირდაპირი პროცემპერატესის დროს ) ნაკლები წნევის პირობებში, საჭიროა ტემპერატურის შემცირება, ე. ი მუშა სხეულმა შეკუმშვის დაწყებამდე ან კუმშვის პროცესში უნდა დაკარგოს გარკვეული
 სითბო. ამისათვის ყოველ სითბურ ძრავას აუცილებლად სჭირდება მაცივარი.

  ამგვარად, ყოველი სითბური ძრავა შედგება სახურებლისა, მუშა სხეულისა და მაცივრისაგან.       ძრავები, რომლებიც   პრაქტიკაში გამოიყენება,ისეა მოწყობილი,რომ მათში არ ხდება ნამუშევარი აირის გაცივება და ხელახალი გამოყენება. ნამუშევარი აირი გარეთ გამოიტყორცნება, ხოლო მის ნაცვლად გამოიყ ენება აირის ახალი პორცია, რომელიც იწყებს ახალ სამუშაო ციკლს.   ნამუშევარ აირს აქვს უფრო მაღალი ტემპერატურა, ვიდრე გარემომცველ სხეულებს,რომელთაც იგი გადასცემს სითბოს გარკვეულ რაოდენობას.