/ცაც/ ბიოგრაფიული პალიტრა - ,,უნდა გვახსოვდეს’’.…. .

  ალბერტ აინშტაინი  / 1879 წლის 14 მარტი- 1955 წლის 18 აპრილი/
                             
 გამოჩენილი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი შემქმნელი, მე-20 საუკუნის საუკეთესო მეცნიერი ალბერტ აინშტაინი დაიბადა 1879 წლის 14 მარტს, ულმეში ( ახლანდელი გერმანია ), წვრილი კომერსანტის ოჯახში
  თოთხმეტი წლის გადავიდა შვეიცარიაში და დაამთავრა ციურიხის პოლიტექნიკუმი (1900წ.). მუშაობდა:
  1902-08 წწ. ქალაქ ბერნში, საპატენტო ბიუროში, ექსპერტად,
  1909-13 წწ. ციურიხის პოლიტექნიკუმში პროფესორად, პარალელურად
 1911 წ. პრაღაში გერმანული უნივერსიტეტის პროფესორად,
 1914-33 წწ. ბერლინის უნივერსიტეტში პროფესორად და
 ფიზიკის უნივერსიტეტის დირექტორად.
     ფაშისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ იძულებით ტოვებს გერმანიას და 1933 წელს გადადის აშშ-ში, სადაც სიცოცხლის ბილომდე მუშაობდა პრინსტონის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტში.
   აინშტაინი იყო მსოფლიოს მრავალი მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საბჭოს წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1922 წ.).   აინშტაინმა შექმნა ფიზიკაში უამრავი თეორია, მეთოდი თუ ფორმულა, ახსნა უამრავი მოვლენა. დიდია მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ასპარეზი, მაგრამ შემოვიფარგლებით მხოლოდ რამდენიმე საკითხით.        ადრეულ ასაკში სხვა ბავშვებისგან გამოირჩეოდა წყნარი ხასიათით, ფაქიზი გემოვნებით და სამართლიანობით. სძულდა ადამიანის ჩაგვრა, დამცირება და აბუჩად აგდება. სწორედ ამიტომ არ უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით ჭადრაკი, ვინაიდან სპორტული სახეობის დასასრულს ხშირად ერთ-ერთის დამარცხება მოსდევს ( თუმცა მისი ახლო მეგობარი და შორეული ნათესავი იყო გამოჩენილი მოჭადრაკე ე. ლასკერი ). მას აღმოაჩნდა მუსიკალური ნიჭი. ის გატაცებით უკრავდა სხვადასხვა კლასიკოსების ნაწარმოებებს ვიოლინოსა და როიალზე, რითაც განცვიფრებაში მოჰყავდა მსმენელები. იგი თვითონ თხზავდა სიმღერებს. მიუხედავად ამისა, მასში მაინც გადასძლია საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი სიყვარულმა და აინშტაინმა დაამთავრა ციურიხის პოლიტექნიკური სასწავლებელი ფიზიკისა და მათემატიკის განხრით. ის მუშაობას იწყებს ბერნის ფედერალური საპატენტო ბიუროს ექსპერტის თანამდებობაზე (1902-09 წწ.), რომელიც ყველაზე ნაყოფიერი იყო მის მეცნიერულ მოღვაწეობაში.
   ამ პერიოდში, 1903 წელს აინშტაინი ქორწინდება სერბიელ მილევა მარჩიზე, რომელმაც პოლიტექნიკური სასწავლებელი აინშტაიზე ერთი წლით გვიან დაამთავრა ( თუმცა მასზე ოთხი წლით უფროსი იყო ). მათ შეეძინათ ორი ვაჟი _ ჰანს-ალბერტი, მომავალში კალიფორნიის შტატის პროფესორი და ედუარდი. მათი ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. დროთა განმავლობაში თავი იჩინა მილევას მძიმე ხასიათმა და 1919 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა განქორწინების ხელშეკრულებაში აინშტაინმა ჩაწერა, რომ ნობელის პრემიის მიღების შემთხვევაში ის ფულად პრიზს მეუღლეს გაუყოფდა. მეცნიერი ასეც მოიქცა, როცა ნობელის ლაურეატობა ერგო. შესაძლოა, ფარდობითობის თეორიის შექმნაში აინშტაინს ცოლი ეხმარებოდა, რაზედაც მეტყველებს აინშტაინის ცოლისადმი გაგზავნილი წერილი: “ რა ბედნიერი და ამაყი ვიქნები, როცა ერთად ბოლომდე მივიყვანთ სამუშაოს ფარდობითობის მოძრაობაზე.”
  აინშტაინმა შექმნა სპეციალური და ზოგადი ფარდობითობის თეორია, რომლებმაც ძირფესვიანად შეცვალეს წარმოდგენა სივრცეზე, დროსა და მატერიაზე. 1905 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “ მოძრავი სხეულის ელექტროდინამიკა “ შემუშავებულია სპეციალური ფარდობითობის თეორიის საფუძვლები, გადმოცემულია მოძრაობის ახალი კანონები, რომლებიც ნიუტინისეული კანონების განზოგადებაა. მასში ორი ძირითადი პოსტულატია: 1) ფარდობითობის სპეციალური პრინციპი _ ნებისმიერ ინერციულ სისტემაში ყველა ფიზიკური პროცესი _ მექნიკური, ელექტრული, სითბური, ოპტიკური და ა.შ. მიმდინარეობენ ერთნაირად) და 2) ვაკუუმში სინათლის სიჩქარის მუდმივობის პრინციპი ( ვაკუუმში სინათლის სიჩქარე არაა დამოკიდებული არც სინათლის წყაროს და არც დამკვირვებლის მოძრაობაზე). ამ პორტულატებმა მოახდინეს საერთო გარდატეხა სამყაროს მსოფლმზედველობაზე, აიძულეს გადაეხედათ კლასიკური შეხედულებები სივრცე-დროზე ( სიგრძისა და დროის ფარდობითობა, ერთდროული მოქმედება). ამ თეორიამ დააზუსტა კლასიკური თეორია ისეთ დიდ სიჩქარეებზე, რომლებიც ახლოს არიან ვაკუუმში სინათლის სიჩქარესთან. თავისი თეორიიდან გამომდინარე აჩბენა, რომ მასა ენერგიის ზომაა და E=mc2 (აინშტაინის თანაფარდობა) საფუძვლად უდევს ბირთვული რექაციების ენერგეტიკულ ბალანსს და მთლიანად ბირთვულ ფიზიკას. მისი თეორია დამტკიცებულია ცდებით და ფიზიკურ კვლევებში მძლავრი ინსტრუმენტია, სახელდობრ მიკროსამყაროს ფიზიკაში.
   აინშტაინს დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური თეორიის შექმნაში. მან შემოიტანა სინათლის გამოსხივებაში დისკრეტულობა, სტრუქტურის დაკვანტების ცნება, უკანსკნელს განიხილავდა, როგორც სინათლის კვანტურ ნაკადს ( სინათლის ფოტონური თეორია). აინშტაინმა თეორიულად, ხოლო შემდეგ ა. კომპტონმა ექსპერიმენტულად დაადასტურა ფოტონის არსებობა. აქედან გამომდინარე ახსნა ფოტოეფექტის (აინშტაინის კანონი ფოტოეფექტისთვის), ფოტოიონიზაცია და სხვა, რომლებიც არ იხსნებოდა სინათლის ელექტრომაგნიტური თეორიით. კვანტური თეორიის გამიყენებით ახსნა ტემპერატურის შემცირებისას მყარი სხეულის სითბოტევადობის შემცირება. გამოსხივების ენერგიის  ფლუქტუაცია და მიიღო შესაბამისი ფორმულა. დაადგინა (1912 წ.) ფოტოქიმიის ძირითადი კანონი: ყოველი შთანთქმული ფოტონი იწვევს ერთ ელემენტარულ ფოტორეაქციას (აინშტაინის კანონი), იწინასწარმეტყველა ინდუცირებული გამოსხივება, შემოიტანა სპონტანური და იძულებითი გამოსხივების ცნებები (აინშტაინის კოეფიციენტი).
   აინშტაინმა სტატიკურ ფიზიკაში განავითარა ბროუნის მოძრაობის მოლეკულურ-კინეტიკური თეორია (1905 წ.) და შექმნა მთელი სპინებიანი ნაწილაკებისთვის კვანტური სტატიკა.
   თავისი  ზოგადი ფარდობითობის თეორიის შესამოწმებლად ექსპერიმენტზე წამოაყენა სამი ეფექტი: სინათლის სხივის გამრუდება მზის მიზიდვის ველში, მერკურის გარშემო არეს წანაცვლება და წითელი გრავიტაციული წანაცვლება. ეს ეფექტები, როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, მართლაც არსებობენ. მათ შორის ყველაზე უტყუარი დამამტკიცებელი ფაქტი იყო 1919 წელს მზის დაბნელებისას, როცა დადგინდა, რომ მზის გრავიტაციული ველი ვარსკვლავიდან დედამიწისაკენ მომავალ სინათლის სხივს მართლაც ამრუდებს. ფარდობითობის ზოგადმა თეორიამ სწრაფად განავითარა კოსმოლოგია, როგორც მეცნიერება. აინშტაინმა 1916 წ. მოგვცა გრავიტაციული გამოსხივების სიმძლავრის ფორმულა.
თავისი თეორიებიდან გამომდინარე აინშტაინმა შექმნა სამყაროს მოდელი, რომლის თანახმად ეს არის ჩაკეტილი, უცვლელი სისტემა სივრცესა და დროში, მაგრამ ეს მოდელი არ ეთანადება სინამდვილეს. 1993 წლიდან აინშტაინის შრომები მიმართული იყო კოსმოლოგიისაკენ და უნდოდა შეექმნა ველის ერთიანი თეორია, მაგრამ ასეთი თეორიის შექმნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მის დღიურში არის ჩანაწერი, რომელიც თარიღდება 1921 წლით და რომლის თანახმად “ ასეთი სახის აღმოჩენები ეკუთვნის ახალგაზრდა მკვლევარებს, ამიტომ ჩემთვის ეს უკვე წარსულია.” ცხადია აინშტაინი ჩართული იყო ატომური ბომბის შექმნით გამოწვეულ ცხარე მოძრაობაში, რადგან ის სხვა მეცნიერების თხოვნით 1939 წელს აფრთხილებდა აშშ-ის პრეზიდენტს გერმანიაში ატომური ბომბის შექმნისათვის მიმდინარე სამუშაოებზე. ომის შემდგომ წლებში ის იყო ბირთვული განიარაღებისათვის აქტიური მებრძოლი.
   ამერიკაში გატარებულ წლებში აინშტაინს არ შეუქმნია არც ერთი თავისი ფენომენალური ნიჭის შესაფერი თეორია. ამდენად პრინსტონის პერიოდი მისი შემოქმედებითი ცხოვრების უნაყოფო პერიოდს წარმოადგენს. ეს წლები იყო მისი პირადი ცხოვრების დაღმავლობის წლებიც, რაც იმაში გამოიხატება, რომ ზედიზედ გარდაეცვალნენ უახლოესი ადამიანები. 1936 წელს გარდაეცვალა მეუღლე ელზა, რომელიც მრავალი წელი თავს ევლებოდა. შემდეგ გარდაეცვალნენ: და, გერი და უახლოესი მეგობრები_ ლანჟევენი, პლანკი, ერენფესტი. ყოველივე ამას ზედ დაერთო ერთიანი ველის თეორიის შექმნის ცდების წარუმატებლობა, მოხუცებულობა და ნაღვლის ბუშტით გამოწვეული ავადმყოფობა.  1955 წლის 18 აპრილს მუცლის ღრუში სისხლის ჩაქცევის შედეგად ალბერტ აინშტაინი ძილში გარდაიცვალა.

ტრამპლინიდან ხტომა

   მეტად  წარმტაცია ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა.მეთხილამურე მთიდან მოექანება და თანდათან უმატებს სიჩქარეს, ჯერ ციცაბოზე  ეშვება, მერე კი თითქმის ჰორიზონტალურ მოედანზე -,,მაგიდაზე'', რომელიც შვეული ხრამით ბოლოვდება. სპორტსმენის შემდეგი გზა ჰაერში გადის. იგი ძლიერ უბიძგებს თავის თავს, სწყდება ტრამპლინს, თანდათან დაბლა-დაბლა ეშვება და დასაშვები მთის ფერდობს უახლოვდება.

   ფრენის დროს მეთხილამურე ტანს წინ ხრის, ამის შემდეგ მცირდება ჰაერის წინააღმდეგობა, იქმნება ამწევი ძალა და ადამიანიც რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე მიფრინავს.

   ტრამპლინის ასაგებად საჭიროა ისეთი ფერდობის შერჩევა, რომელსაც ზემო ნაწილში დაქანებული  ზედაპირი და ციცაბო ქვედა ნაწილი ექნება. ამავე დროს მთა ძირში თანდათან ჰორიზონტალურ მოედანზე ეშვება . ფერდობი სამხრეთით არ უნდა იყოს მიქცეული,რადგან ასეთ ფერდობზე გაზაფხულობით თოვლი ადრე დნება, ზამთრობით კი ხშირად იყინება.

   ნახტომის სიგრძის გასაზომად დაშვების მთის ორივე მხარეს ყოველი მეტრის შემდეგ სოლებს არჭობენ, რომლებზეც  ფირფიტებია დამაგრებული. ამ ფირფიტაზე  აღნიშნულია მანძილი ტრამპლინის კიდიდან.

   მთის ძირში , სწორ ადგილზე გაკეთებული თოვლის კოლბოხ-ტრამპლინების გამოყენება ხტომისათვის არ არის მიზანშეწონილი. ასეთ კოლბოხზე დახტომისას მათხილამურე ხშირად ეცემა , ტრამვას იღებს და თხილამურებსაც  ამტვრევს.

   ტრამპლინზე თოვლი იმდენად მკვრივი უნდა იყოს, რომ უთხილამურო ადამიანს გაუძლოს. ასეთ საფარზე თხილამურები კარგად სრიალებს და ძირს დაშვებისას არ ეფლობა. ხტომების დროს ფხვიერი თოვლი თანდათან იტკეპნება და მაგრდება. დატკეპნილ ფერდობზე ხტომა არ შეიძლება, დაცემას შეიძლება სერიოზული ტრამვა მოჰყვეს. ამიტომ ტრამპლინზე თოვლი პერიოდულად რკინის ფოცხით 4-5 სმ სიღრმეზე უნდა გაფხვიერდეს.

სპორტი


 სპორტი- ფიზიკური ვარჯიშების სხვადასხვა კომპლექსში სასწავლო-საწვრთნელ მეცადინეობათა და შეჯიბრებათა ჩატარების ორგანიზაციის სისტემა ; ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი. მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟებასა და საერთო ფიზიკურ განვითარებასთან ერთად შეჯიბრებაში მაღალი შედეგების მიღწევას და გამარჯვების მოპოვებას. 
 განასხვავებენ მასობრივ,სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.



სპორტის სახეობები:

სათამაშო სახეობები: ფეხბურთი, ხელბურთი.კალათბურთი, ფრენბურთი, რაგბი, შვიდკაცა რაგბი, ჩოგბურთი, ბადმინტონი, , ბეისბოლი, ჰოკეი
ზამთრის სახეობები: სათხილამურო სპორტი, ბიატლონი
საწყლოსნო სახეობები: აფროსნობა, კანოე, ცურვა, წყალში ხტომა
ორთაბრძოლები: კრივი, ფარიკაობა , ჭიდაობა, ძიუდო
სხვა სახეობები: ველოსპორტი, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ცხენოსნობა, ტანვარჯიში, ძალოსნობა, ხუთჭიდი

სპორტული საგნები და იარაღები:

საგნები : ბურთი , ჩოგანი, შტანგა , თხილამურები, ციგურები, რაპირა, ბირთვი, ბადრო, დისკო, ძელი, ხარიხააპარატები: ველოსიპედი , კანოე, მოტოციკლი, ნავი, პლანერი,

ფიზიკა და სპორტი





მეცნიერება სპორტია. გონების ვარჯიში, რომელიც მე სიამოვნებას მანიჭებს.

                                                                                                              ალბერტ აინშტაინი