ფიზიკა და სპორტი- ამოცანები

               თქვენი აზრით...

1.მოცურავე,რომელიც ჩაყვინთავს,ყურებში ტკივილს შეიგრძნობს. რატომ?    
პასუხი

2.კოშკურადან წყალში მხტომელი ყოველთვის ცდილობს წყალში შევიდეს ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად, რატომ?

3. რატომაა წელამდე წყალში ცურვა უფრო ადვილი, ვიდრე სიარული?

4. მყვინთავის ფეხსაცმელს უკეთებენ ტყვიის ლანჩს, მკერდზე და ზურგზე კი ტყვიის ფირფიტებს ამაგრებენ. რატომ?

5.მოცურავე წყლის ზედაპირზე ზურგით უძრავად წევს, როგორ და რატომ შეიცვლება მოცურავის სხეულის მდებარეობა წყლის ზედაპირის მიმართ,როცა იგი ღრმად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს?

6. წყლის ზედაპირზე დაეცა წითელი სინათლის შუქი, რა ფერის სინათლეს დაინახავს წყლის ფსკერზე მყოფი აკვალანგისტი?

7.წყლიდან ამოსული მოცურავე შეიგრძნობს სიცივეს და ეს შეგრძნება ქარიან ამინდში უფრო ძლიერია. რატომ?

8. ადგილიდან, გამორბენით და ტრამპლინიდან ხტომისას რა კუთხით უნდა ახტეს ჰორიზონტის მიმართ სპორტსმენი, რომ ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთოს?

9. წყალში მცურავ აკვალანგისტს ყოველთვის შეუძლია დაინახოს ნაპირზე მყოფი მეთევზე, მეთევზეს კი ყოველთვის არ შეუძლია მისი დანახვა. რატომ?

10. შეუძლია თუ არა მაშველ რგოლს შეაკავოს წყალში ადამიანების ნებისმიერი რაოდენობა?





კინემატიკის საფუძვლები

მექანიკის ძირითადი ამოცანა

სხეულის მექანიკური მოძრაობა ეწოდება დროის განმავლობაში მისი მდებარეობის ცვლილებას სივრცეში სხვა სხეულების მიმართ

მექანიკის ძირითადი ამოცანაა- სხეულის მდებარეობის განსაზღვრა დროის ნებისმიერ მომენტში

სხეულის გადატანითი მოძრაობა. ნივთიერი წერტილი
სხეულის მოძრაობას ,რომლის დროსაც მისი ყველა წერტილი ერთნაირად მოძრაობს, გადატანითი მოძრაობა ეწოდება

 სხეულს, რომლის ზომები მოძრაობის მოცემულ პირობებში შეიძლება უგულებელვყოთ, ნივთიერ წერტილს უწოდებენ

სხეულის მდებარეობა სივრცეში.ათვლის სისტემა 
სხეულის ან წერტილის მდებარეობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ რომელიღაც სხვა სხეულის მიმართ,  რომელსაც ათვლის სხეულს უწოდებენ
წერტილის მდებარეობა წრფეზე, სიბრტყესა და სივრცეში შესაბამისად განისაზღვრება ერთი, ორი და სამი რიცხვით- კოორდინატებით 
სივრცე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ სამგანზომილებიანი სივრცეა 
ათვლის სხეული, მასთან დაკავშირებული კოორდინატთა სისტემა და დროის ასათვლელი ხელსაწყო ქმნიან ათვლის სისტემას, რომლის მიმართაც განიხილება სხეულის მოძრაობა
გადაადგილება 
წრფის მიმართულ მონაკვეთს, რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს მის მომდევნო მდებარეობასთან, სხეულის (ნივთიერი წერტილის) გადაადგილება ეწოდება