ფიზიკა და სპორტი-ლუკა ღაღანიძე -ფარიკაობა

ლუკა ღაღანიძე   დაიბადა 1996 წლის 10 ნოემბერს. სწავლობს ქ.თბილისის 117-ე საჯარო სკოლის მე-10-ე კლასში. ფარიკაობაში ვარჯიში დაიწყო 2009 წელს. მონაწილეობს საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირებში, ფლობს საპრიზო ადგილებს  როგორც  პირად, ასევე გუნდურ შეჯირებებში. ლუკას ავარჯიშებენ  მამა და ბაბუა - ირაკლი და ლუდვიგ ღაღანიძეები. ლუკა თავდაუზოგავად მშრომელი ახალგაზრდაა, რაც მის უამრავ წარმატებაზე მეტყველებს:


2009 წ. მონაწილეობდა საქართველოს პირველობაზე  მოზარდთა შორის - დაიკავა პირველი ადგილი (პირადი);
2010წ. -  თბილისის პირველობაზე კადეტთა შორის - პირველი ადგილი (პირადი);
2010 წ. - საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის - მეორე ადგილი (პირადი);
2010 წ. - საქართველოს პირველობაზე იუნიორთა შორის - მესამე ადგილი (პირადი);
2010 წ. - საქართველოს თასის გათამაშებაზე ქ. ბათუმში - მესამე ადგილი (პირადი);
2010 წ. - საქათველოს ჩემპიონატზე ქ. თბილისში მეორე ადგილი (პირადი);


2011 წ. - საახალწლო საერთაშორისო ტურნირზე იუნიორთა შორის ქ.თბილისში - მეორე ადგილი (პირადი);
2011 წ. - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ქ.თბილისში - პირველი ადგილი (პირადი);
2011 წ. - საერთაშორისო ტურნირზე იუნიორთა შორის (თურქეთის თასის გათამაშება - ქ.ბურსა) - მესამე ადგილი (პირადი) , პირველი ადგილი - (გუნდური)


2012 წ. - ევროპის თასის გათამაშებაზე კადეტთა შორის (1995-1996 წწ ) ქ. ვარშავაში(პოლონეთი) - 141 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი (პირადი);
2012 წ. - საქართველოს პირველობაზე იუნიორთა შორის (1993-1996 წწ ) ქ. თბილისში -  მეორე ადგილი (პირადი);
2012 წ. - ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა შორის (1995-1996 წწ ) ქ. პორეჯში (ხორვატია) - 96 მონაწილეს შორის მე-17 ადგილი (პირადი);
2012 წ. - მსოფლიო ჩემპიონატზე კადეტთა შორის ქ. მოსკოვში - 128 მონაწილეს შორის 22-ე ადგილი


ლუკა ღირსეულად აგრძელებს ოჯახის ტრადიციას, მისი მიზანია ავიდეს საპატიო კვარცხლბეკზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კადეტებსა და იუნიორებში, აგრეთვე მოიპოვოს ლიცენზია 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.


ეს არის საფარიკაო აპარატურა რომლის მეშვეობით ხდება მოფარიკავისთვის მომგებიანი ქულის მინიჭება. მის გარეშე ფარიკაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მწვანე და წითელი შუქურა მიგვითითებს თუ ვის ეკუთვნის მომგებიანი ქულა. მოწყობილობა მოქმედებს ელექტრო ენერგიის წყალობით. ის დაკავშირებული არის მოფარიკავის სხვა ატრიბუტებთან



ელექტრო ქურთუკი.
ქურთუკზე წვრილად ჩაქსოვილი არის რკინის წვრილი ძაფი, რომელიც დენს ატარებს. კაბელების მეშვეობით ის შეერთებული არის ზემოდხსენებულ მოწყობილობასთან და როდესაც საბრძოლო იარაღით, ამ შემთხვევაში რაპირით ხდება ჩხვლეტის მიყენება მოწყობილობის ეკრანზე ინთება შესაბამისი შუქურა, რის შემდეგაც მოფარიკავეს მომგებიანი ჩხვლეტა ენიჭება.


საბრძოლო იარაღი რაპირა.
რაპირა არის მოფარიკავის საბრძოლო იარაღი, რომლის საშუალებითაც ის აყენებს მოწინააღმდეგეს  მომგებიან ჩხვლეტას. მას აქვს პატარა მომრგვალებული ზამბარისებური თავი. როდესაც თავი ეხება მოწინააღმდეგის საზიანო არეს სწორედ  ეს აისახება ქულების დამთვლელ მოწყობილობაზე. რაპირაში , როგორც სხვა საფარიკაო ატრიბუტებშიც გადის ელექტრო ენერგია.სწორედ ეს უზრუნველყობს მისი და სხვა ეკიპირების დაკავშირებას ერთმანეთთან.
ელექტროობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მასშტაბური შეჯიბრებების ჩატარება  და ამ სპორტის განვითარება.