კინემატიკის საფუძვლები

მექანიკის ძირითადი ამოცანა

სხეულის მექანიკური მოძრაობა ეწოდება დროის განმავლობაში მისი მდებარეობის ცვლილებას სივრცეში სხვა სხეულების მიმართ

მექანიკის ძირითადი ამოცანაა- სხეულის მდებარეობის განსაზღვრა დროის ნებისმიერ მომენტში

სხეულის გადატანითი მოძრაობა. ნივთიერი წერტილი
სხეულის მოძრაობას ,რომლის დროსაც მისი ყველა წერტილი ერთნაირად მოძრაობს, გადატანითი მოძრაობა ეწოდება

 სხეულს, რომლის ზომები მოძრაობის მოცემულ პირობებში შეიძლება უგულებელვყოთ, ნივთიერ წერტილს უწოდებენ

სხეულის მდებარეობა სივრცეში.ათვლის სისტემა 
სხეულის ან წერტილის მდებარეობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ რომელიღაც სხვა სხეულის მიმართ,  რომელსაც ათვლის სხეულს უწოდებენ
წერტილის მდებარეობა წრფეზე, სიბრტყესა და სივრცეში შესაბამისად განისაზღვრება ერთი, ორი და სამი რიცხვით- კოორდინატებით 
სივრცე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ სამგანზომილებიანი სივრცეა 
ათვლის სხეული, მასთან დაკავშირებული კოორდინატთა სისტემა და დროის ასათვლელი ხელსაწყო ქმნიან ათვლის სისტემას, რომლის მიმართაც განიხილება სხეულის მოძრაობა
გადაადგილება 
წრფის მიმართულ მონაკვეთს, რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას აერთებს მის მომდევნო მდებარეობასთან, სხეულის (ნივთიერი წერტილის) გადაადგილება ეწოდება

No comments:

Post a Comment