ტრამპლინიდან ხტომა

   მეტად  წარმტაცია ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა.მეთხილამურე მთიდან მოექანება და თანდათან უმატებს სიჩქარეს, ჯერ ციცაბოზე  ეშვება, მერე კი თითქმის ჰორიზონტალურ მოედანზე -,,მაგიდაზე'', რომელიც შვეული ხრამით ბოლოვდება. სპორტსმენის შემდეგი გზა ჰაერში გადის. იგი ძლიერ უბიძგებს თავის თავს, სწყდება ტრამპლინს, თანდათან დაბლა-დაბლა ეშვება და დასაშვები მთის ფერდობს უახლოვდება.

   ფრენის დროს მეთხილამურე ტანს წინ ხრის, ამის შემდეგ მცირდება ჰაერის წინააღმდეგობა, იქმნება ამწევი ძალა და ადამიანიც რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე მიფრინავს.

   ტრამპლინის ასაგებად საჭიროა ისეთი ფერდობის შერჩევა, რომელსაც ზემო ნაწილში დაქანებული  ზედაპირი და ციცაბო ქვედა ნაწილი ექნება. ამავე დროს მთა ძირში თანდათან ჰორიზონტალურ მოედანზე ეშვება . ფერდობი სამხრეთით არ უნდა იყოს მიქცეული,რადგან ასეთ ფერდობზე გაზაფხულობით თოვლი ადრე დნება, ზამთრობით კი ხშირად იყინება.

   ნახტომის სიგრძის გასაზომად დაშვების მთის ორივე მხარეს ყოველი მეტრის შემდეგ სოლებს არჭობენ, რომლებზეც  ფირფიტებია დამაგრებული. ამ ფირფიტაზე  აღნიშნულია მანძილი ტრამპლინის კიდიდან.

   მთის ძირში , სწორ ადგილზე გაკეთებული თოვლის კოლბოხ-ტრამპლინების გამოყენება ხტომისათვის არ არის მიზანშეწონილი. ასეთ კოლბოხზე დახტომისას მათხილამურე ხშირად ეცემა , ტრამვას იღებს და თხილამურებსაც  ამტვრევს.

   ტრამპლინზე თოვლი იმდენად მკვრივი უნდა იყოს, რომ უთხილამურო ადამიანს გაუძლოს. ასეთ საფარზე თხილამურები კარგად სრიალებს და ძირს დაშვებისას არ ეფლობა. ხტომების დროს ფხვიერი თოვლი თანდათან იტკეპნება და მაგრდება. დატკეპნილ ფერდობზე ხტომა არ შეიძლება, დაცემას შეიძლება სერიოზული ტრამვა მოჰყვეს. ამიტომ ტრამპლინზე თოვლი პერიოდულად რკინის ფოცხით 4-5 სმ სიღრმეზე უნდა გაფხვიერდეს.

No comments:

Post a Comment