ბენჯამინ ფრანკლინი

ბენჯამინ ფრანკლინი ჭექა -ქუხილის დროს  ჰაერში უშვებდა ფრანებს და მათზე მიმაგრებული ლითონის ჯოხით ახერხებდა ღრუბლებიდან ელექტრული მუხტის აღებას. ფრანკლინმა დაადგინა , რომ ღრუბლებიდან აღებულ მუხტს ისეთივე თვისება აქვს, როგორიც ხახუნით მიღებულს. ღრუბლების დამუხტვის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი ალბათ მზის გამოსხივების გავლენაა და დამუხტვისთვის, ე. ი. მუხტების განცალკევებისთვის საჭირო ენერგიაც სწორედ მზისგან მოდის. მზის გამოსხივება არათანაბრად ათბობს დედამიწის ზედაპირს(სხივები ზოგან თითქმის მთლიანად შთაინთქმება,ზოგან თითქმის მთლიანად აირეკლება). ეს იწვევს თბილი და ცივი ჰაერის ფენების ძლიერ ნაკადებს. ამ დროს წვიმის წვეთები ეხახუნება ერთმანეთს ან ყინულის ნამცეცებს, რასაც თან ახლავს ღრუბლების შემადგენელი ნაწილების დამუხტვა.

ფრანკლინს ეკუთვნის მეხამრიდის იდეაც. ვინაიდან მეხი ძირითადად მაღალ ხეებს ან შენობებს ეცემა, შენობის სახურავზე, რაც შეიძლება მაღლა, ამაგრებენ ლითონის ღეროს. მეხამრიდის დანიშნულებაა არა დარტყმის მიღება, არამედ მისი აცილება. ჯოხის წაწვეტებულ ბოლოზე გროვდება ღრუბლების მუხტის საწინააღმდეგო მიშნის მუხტი, რაც ასუსტებს ველს სახურავის გარშემო და ამით ამცირებს მეხის დაცემის საშიშროებას

No comments:

Post a Comment