მექანიკური რხევები და ტალღები

 მოძრაობას.რომელიც დროის გარკვეული შუალედის შემდეგ მეორდება, რხევითი მოძრაობა ეწოდება.

 რხევის პერიოდი არის დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც სრულდება 1 სრული რხევა

 რხევის სიხშირე ეწოდება რხევათა რიცხვს 1 წმ–ში.

 პერიოდი და სიხშირე ურთიერთშებრუნებული სიდიდეებია.

 მერხევი სხეულის წონასწორობის მდებარეობიდან უდიდეს (მაქსიმალურ) გადახრას ამპლიტუდა ეწოდება.

 სივრცეში რხევების გავრცელების პროცესს ტალღა ეწოდება.

 მექანიკური ტალღა ძირითადად ორი სახისაა : განივი და გრძივი.

 ტალღა ,რომელშიც ნაწილაკების რხევის მიმართულება ტალღის გავრცელების მართობულია, განივი  ტალღა ეწოდება.

 ტალღას,რომელშიც ნაწილაკები ირხევა რხევის გავრცელების მიმართულებით, გრძივი ტალღა ეწოდება.

 ტალღის წარმოსაქმნელად აუცილებელია არსებობდეს მერხევი სხეული და დრეკადი გარემო.

 ტალღის სიგრძე არის მანძილი, რომელზეც ვრცელდება რხევა ერთი პერიოდის განმავლობაში.

 განივ ტალღაში ტალღის სიგრძე გრაფიკულად არის მანძილი ორ მეზობელ მერხევ წერტილს შორის, რომლებიც ერთდროულად აღწევენ მაქსიმუმს, წონასწორობის მდებარეობას და მინიმუმს ანუ რომლებიც ირხევიან ერთნაირ ფაზაში.

 ბგერითი ტალღა გრძივი ტალღაა, რომელიც ვრცელდება როგორც ჰაერში , ისე თხევად და მყარ გარემოში.

 ბგერის გავრცელების სიჩქარე ჰაერში 340 მ/წმ –ია.     წყალში 1500 მ/წმ,     ლითონებში კი
5000 მ/წმ– ია.

 ადამიანის ყური აღიქვამს 16  დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერას.

 ბგერას, რომლის სიხშირე 16 ჰერცზე დაბალია, ინფრაბგერა ეწოდება, ხოლო 20000 ჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერას ულტრაბგერა ეწოდება.

 დიდი ამპლიტუდის ბგერით ტალღებს ადამიანი აღიქვამს ხმამაღალ ბგერებად, მცირე ამპლიდუდისას– ხმადაბალ ბგერებად.

 ბგერის ხმამაღლობა დამოკიდებულია ბგერითი ტალღის ამპლიტუდაზე.

ბგერის ტონის სიმაღლე დამოკიდებულია ბგერის სიხშირეზე

ადამიანის სმენის ორგანომდე მისული რაიმე ზედაპირიდან არეკლილი ბგერა არის ექო.



No comments:

Post a Comment